|
2020-04-08 20:18:07, 1419 ნახვა
რეგიონი
შუახევი ჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო
შუახევი ჰესის ჰიდროელექტრო სადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო. პირველ ეტაპზე გაეშვა შუახევიჰესი (178 მგვტ), ხოლო სხალთა ჰესის (9 მგვტ) ოპერირებაში შესვლა გაზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება. ,,შუახევი ჰესმა წარმატებით გაიარა ოპერირებაში შესვლის ყველა ეტაპი და ჩვენ კომერციული ოპერირება დავიწყეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას უკვე იღებს საქართველოს მოსახლეობა“, - ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა განაცხადა. ,,რამდენიმე თვეში ოპერირებაში შევა ასევე სხალთა ჰესი, რის შემგომაც უკვე შუახევის ჰესების კასკადი მთელი სიმძლავრით ამუშავდება. ჩვენ გვჯერა, რომ განახლებადი ენერგიის სხვა წყაროებთან ერთად, შუახევიჰესი ქართული ენერგო სისტემის მნიშვნელოვანი რგოლი იქნება ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის პროცესში“, - განაცხადა ჯოშმა. შუახევის ჰესების კასკადი, ჯამურად გამოიმუშავებს 450 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რითაც ყოველწლიურად შეამცირებს სასათბურე აირის გამოფრქვევას გარემოში 200 ათასი ტონით და ხელს შუწყობს საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებას კლიმატის ცვლილების შემცირების შესახებ. შუახევი ჰესის ჰესების კასკადი წარმოადგენს ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ენერგო პროექტს, რომელიც ბოლო 70 წლის მანძილზე საქართველოში განხორციელდა. ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოში დარჩება და მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულებას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)