|
2020-04-08 17:10:05, 2444 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავამ საკარანტინო პროგრამაში მონაწილე პირებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კარანტინში ყოფნის პროცესი, პირველ რიგში, კომფორტული იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უწევთ იქ ყოფნა და რა თქმა უნდა, ეფექტური - სამედიცინო ღონისძიებების გატარების თვალსაზრისით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საკარანტინო მომსახურების პროგრამის მასშტაბებსა და ეფექტურ ფუნქციონირებაზე. „მინდა ყველამ დაინახოს საკარანტინო ღონისძიებების მასშტაბურობა," - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი ინფორმაციით, 8 აპრილს, დილის 10:00 სთ - ის მონაცემებით, საკარანტინო ზონებში იმყოფება 4682 ადამიანი, რომლებიც განთავსებული არიან 86 სასტუმროში. „ჩვენ კარანტინის პროგრამისთვის გამზადებული გვაქვს 6568 სასტუმრო ოთახი სარეზერვოდ, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, რეზერვი ყოველთვის გვაქვს", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც ჩართულია კარანტინში მყოფთა მომსახურების პროცესში. მისი თქმით, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობს სასტუმროთა დაახლოებით 2600 -მდე თანამშრომელი, აგრეთვე ექიმები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ მეთვალყურეობას და პოლიციელებს, რომლებიც საკარანტინო ზონებს იცავენ. ასევე მინდა გამოვყო მძღოლები, რომელთაც კარანტინში მყოფნი გადაჰყავთ სასაზღვრო პუნქტებიდან საკარანტინო ზონებამდე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებიც საკარანტინო პროცესს მართავენ. „ეს რთული და კომპლექსური პროცესია. ისინი აკეთებენ მაქსიმუმს იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს ძალიან ეფექტურად, კომფორტულად, ძალიან კარგად ორგანიზებულად", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)