16:55 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-08 11:35:21, 1843 ნახვა

სამართალი
არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული დ.ძ. დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ  დ.ძ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  9   წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა დ.ძ.-მ 2019 წლის 27 ივლისს, ქ. თბილისში 5 და 7 წლის გოგონების მიმართ  განახორციელა გარყვნილი ქმედება.

სამართალდამცველებმა დ.ძ. 2019 წლის 29 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" და  „დ" ქვეპუნქტებით  (გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

არასრულწლოვანი დაზარალებულების მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე არასრულწლოვანი დაზარალებულების დაკითხვა ფსიქოლოგის მონაწილეობით განხორციელდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  დ.ძ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  9   წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics