|
2020-04-07 23:05:04, 16790 ნახვა
ომი უკრაინაში
დავითაშვილი - შეიქმნა პლატფორმა, სადაც ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ მოვაჭრეებს თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი სურსათი მიაწოდონ
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე სპეციალურ პლატფორმებზე ისაუბრა, სადაც ფერმერებს შესაძპებლობა ექნებათ, მოვაჭრეებს ბითუმად მიაწოდონს თავიანთი წწრმოებული მალფუჭებადი სურსათი. მან ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი მუშაობს კოორინაციაზე. „ჩვენ გვესმის რამდენად რთულ ვითარებაში უწევს ჩვენს მოსახლეობას ეკონომიკური საქმიანობების განხორციელება, განსაკუთრებით ეს ეხება ფერმერების საქმიანობას, მალფუჭებადი სასურსათო პროდუქტის დროულად ბაზარზე მიწოდებას, მაგრამ გადაწყვეტილებები, რომლებსაც საკოორდინაციო საბჭო და მთავრობა იღებს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, მათ ჯანმრთელობაზე. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოვუხადო და კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები და მოთხოვნები, რომლებსაც საკოორდინაციო საბჭო აწესებს, რადგან ეს მოთხოვნები არის გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული. იმისთვის, რომ ჩვენ ამ სიტუაციაში შევძლოთ პროცესების უკეთესად მართვა, სასურსათო ჯაჭვი იყოს უწყვეტი და მოსახლეობის სურსათით მომარაგებას არ შეექმნას პრობლემა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა რგოლი ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციაში მუშაობდეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს კოორდინაციაზე. მათ შორის, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში ვცდილობთ, რომ კომუნიკაცია მწარმოებლებსა და მყიდველებს შორის დამყარდეს. ამისთვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, საბითუმო სავაჭრო ქსელი „ჯიბე“, სადაც ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ მიაწოდონ ბითუმად მოვაჭრეებს თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი სურსათი. თბილისის რამდენიმე რაიონში ეს იქნება დამატებითი სავაჭრო, ორგანიზებული პლატფორმა იმისთვის, რომ სანიტარიული, ჰიგიენური წესების დაცვით და დაავადების გავრცელების რისკის შემცირების პირობებში მოხდეს ვაჭრობის უწყვეტი განხორციელება“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)