|
2020-04-07 18:05:32, 14488 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა და იყო 86 წლის. „დღეს სამწუხაროდ ჩვენს ცენტრში დაფიქსირდა COVID-19-ით გარდაცვალების კიდევ ერთი, რიგით მესამე შემთხვევა ქვეყანაში და პირველი ჩვენი ინფექციური საავადმყოფოსთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს გარდაუვალი იყო. მე ჩემს გამოსვლებში ყოველთვის ვამბობდი, რომ მუდმივად 0-ს ვერ შევინარჩუნებთ გრაფაში. ეს იყო 86 წლის ქალბატონი, რომელიც 2 კვირაზე მეტი ხანია ჩვენთან. პრაქტიკულად ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი, რაც კი ეპიდემიის დაწყებიდან შემოსულა კლინიკაში. მას ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება. ჰქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია, პრაქტიკულად, დარჩენილი არ იყო ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი, ჰქონდა მძიმე სეფსისი და კიდევ სხვა მძიმე გართულებები. ორი კვირის განმავლობაში ეს პაციენტი იმყოფებოდა რეანიმაციაში. ექიმებმა ვფიქრობ, უფრო მეტიც გააკეთეს, რაც ადამიანს შეუძლია, მაგრამ სიტუაცია იყო ისეთი, რომ შეუთავსებელი იყო მის სიცოცხლესთან და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)