|
2020-04-03 15:51:49, 1836 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განაცხადის ფორმა, რომელიც კომპანიებმა საქმიანობის გასაგრძელებლად ნებართვის მისაღებად უნდა შეავსონ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ, სხვა უწყებების ჩართულობით, უკვე დაასრულა მუშაობა სპეციალური აპლიკაციის ფორმებზე. აპლიკაციები განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც დღეს ვერ ფუნქციონირებს, ან შეზღუდულ რეჟიმში უწევს საქმიანობა, რათა მათ შესაბამისი პროცედურების შემდეგ შეძლონ საქმიანობის განახლება. „ძალიან კარგად მესმის, რომ მრავალ ბიზნესს, რომლის შეზღუდვაც გვიწევს გამომდინარე უპირატესი ამოცანიდან, რაც ვირუსთან ბრძოლას შეეხება, პრობლემები, სერიოზული დისკომფორტი შეექმნა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დისკომფორტი დროებითი იყოს და აწყობილი სისტემის ფარგლებში ჩვენ მათ შევთავაზოთ კონკრეტული სტანდარტები, რაც უნდა დააკმაყოფილონ და ამ სტანდარტების დაკმაყოფილების გადამოწმების კვალობაზე მათ კვლავ შეძლონ ფუნქციონირება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას ინფორმაციით, სპეციალური აპლიკაციის ფორმები უკვე ატვირთულია ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. „ეს აპლიკაციები შეეხება იმ ბიზნესებს, ვინც დღესდღეობით არ არის ნებადართული ბიზნესების ჩამონათვალში. ასევე შეეხება ონლაინ ვაჭრობებს და სავაჭრო ქსელებს, ვინც დღეს არასასურსათო საქონლის საბითუმო მიწოდებას ვერ ახერხებს. მარტივი ფორმებია, სადაც ასახული იქნება კონკრეტული კომპანიის მზადყოფნა, რომ დაიცვას თავისი მომხმარებლები და თანამშრომლები. შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებშიც მონაწილეობს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტორს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია და შესაბამისი მუნიციპალური ინსპექციები. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ჩვენ რესურსი გვეყოს და სწრაფად გადავამოწმოთ ერთდროულად მრავალი ბიზნესი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას განცხადებით, როგორც კი შემოწმების შედეგად დადასტურდება, რომ კონკრეტულ, მათ შორის იმ ბიზნესებში, რომლებიც პროდუქციის ონლაინ მიწოდებას აპირებს, იქნება ეს წიგნები თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ. დაცული არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ელემენტარული, მარტივი პირობები, მოხდება ინფორმაციის საგანგებო შტაბისთვის წარდგენა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. „რა თქმა უნდა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება - რამდენიმე დღე თუ ერთი კვირა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს სწორედ ის ერთი თუ ორი კვირაა, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომ დავყოთ მაქსიმალურად სახლებში. ამიტომ ჩავთვალოთ, რომ ეს ის აუცილებელი მსხვერპლია, რასაც ბიზნესები გაიღებენ, რათა თვითონ და მათი თანამშრომლები უსაფრთხოდ დარჩნენ", - აღნიშნა მინისტრმა.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)