|
2015-08-11 11:01:21, 650 ნახვა
საზოგადოება
ახალციხის ჯავშანსანტაკო სასწავლო ცენტრში ტანკისტების პროფესიული დღე აღინიშნა
ქართველი ტანკისტებისთვის პროფესიული დღის მისალოცად ახალციხის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრს 10 აგვისტოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - დავით ებრალიძე და ანა დოლიძე ესტუმრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტანკისტთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალი ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სკოლის ტერიტორიაზე გაიმართა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სასწავლო ცენტრის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და ქართველ ტანკისტებს წარმატებები უსურვა. ტანკისტებს პროფესიული დღე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კოპაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმაც მიულოცეს. საზეიმო ცერემონიალის დასასრულს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ებრალიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის პირადი შემადგენლობა კაპელანმა მამა იოანემ დალოცა. ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში ღია კარის დღე მოეწყო. თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა და გენერალური შტაბის უფროსმა სასწავლო ცენტრის ტექნიკა და ინფრასტრუქტურა, მოგვიანებით კი, ყაზარმები და სასადილო დაათვალიერეს. ტანკისტების პროფესიული დღე 1992 წლის 10 აგვისტოდან აღინიშნება, პირველი ქართული სატანკო ქვედანაყოფი, სწორედ, ამ დღეს შეიქმნა.
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)