|
2020-04-02 14:46:00, 4012 ნახვა
სამხედრო
მე-13 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ახალციხეში ორ ლოკაციას აკონტროლებენ
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ახალციხეში, ორ ლოკაციაზე მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, ქვეყანაში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის პირობების დაცვის მონიტორინგს აქტიურად ახორციელებენ. ქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელს აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებენ. პირველ გამშვებ პუნქტზე ბორჯომი-ხაშურის ავტომაგისტრალიდან, მეორეზე კი, ნინოწმინდისა და კარწახის საკონტროლო გამშვები პუნქტებიდან მომავალი ავტოტრანსპორტის ნაკადის შემოწმება ხდება. ორივე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების მიხედვით ახორციელებენ მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლს. ადგილზე მოქმედებს სპეციალური სამედიცინო პუნქტები, სადაც თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველად შემოწმებასა და თერმოსკრინინგს აწარმოებს. საჭიროების შემთხვევაში აქვე ხდება პირველადი დახმარების აღმოჩენა. სამხედროები მოქალაქეებს ახალი კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით რეკომენდაციებსაც აძლევენ. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით ხდება ტერიტორიაზე შემავალი და გამომავალი ავტოტრანსპორტის დამუშავება. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, თერთმეტ ქალაქს აკონტროლებენ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)