|
2020-04-02 11:00:28, 1217 ნახვა
საზოგადოება
GDI - ხელისუფლებამ პანდემიის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კრიტიკული აზრის შესაზღუდად არ უნდა გამოიყენოს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) მიუღებლად მიიჩნევს, 2020 წლის 01 აპრილს, ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, გოგი წულაიას მიმართ გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტს. შესაბამის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) ავრცელებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები საგანგებო მდგომარეობის ფარგლების დარღვევით მოქმედებდნენ. „მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, გოგი წულაიას ადმინისტრაციული წესით დაკავების თაობაზე. თუმცა, განსაკუთრებულ ყურადღებას დაკავებამდე განვითარებული მოვლენები იმსახურებს. დაკავებამდე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გოგი წულაიას საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. გავრცელებულ ვიდო მასალაში ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცავი გ.წულაიას ინდივიდუალურად პროტესტის გამოხატვის გამო საგანგებო მდგომარეობის წესებისადმი დაუმორჩილებლობაზე მიუთითებს. შეკრების თავისუფლება, როგორც აზრის გამოხატვის თავისუფლების სპეციალური ფორმა საქართველოს კონსტიტუციის ცალკე მუხლით არის დაცული. პროტესტი, თუ ის გამოხატულია ინდივიდუალურად, ერთი ადამიანის მიერ და არ უკავშირდება ადამიანთა შეკრებას, დაცულია არა შეკრების, არამედ აზრის გამოხატვის თავისუფლებით. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობით შეიზღუდა მხოლოდ შეკრების თავისუფლება და ის აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არ შეხებია. შესაბამისად, პოლიციელთა მითითება, თითქოს გ. წულაიას არ ჰქონდა საჯარო სივრცეში ინდივიდუალურად პროტესტის გამოხატვის უფლება, რადგან შეკრების თავისუფლება შეზღუდულია საგანგებო მდგომარეობით, არის უკანონო და შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვან საფრთხეს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით მოეკიდოს საგანგებო მდგომარეობის პირობების დაცვასა და მის აღსრულებას, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს ადამიანის უფლებების დარღვევის მომეტებული რისკი“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)