08:30 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-30 19:58:25, 1637 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმში შესაბამისი საკონტროლო პუნქტები განთავსდება

საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით საქართველოს ქალაქებში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ განცხადება პრემიერმა უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ახალი რეგულაციების შესახებ კომენტარი მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.

„რისკი ყოველდღიურად იმატებს. ამიტომ, ხვალიდან უკვე ამოქმედდება გამკაცრებული წესები, რაც ფაქტობრივად ნიშნავს სრულ კარანტინს ქვეყანაში. ასევე, რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმშიც განთავსდება შესაბამისი საკონტროლო პუნქტები, სადაც მოქალაქეები გაივლიან თერმო-სკრინინგს. ეს პირველ რიგში კეთდება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან აჭარა, ამ შემთხვევაში ბათუმი არის საზღვრისპირა ლოკაცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონისძიება იქნას გატარებული ისე, რომ არ შეექმნას საფრთხე ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

ასევე, აჭარაში და ყველა რეგიონში მუშაობს საველე ოპერაციების შტაბი. ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში ხდება ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. შტაბს აჭარის შემთხვევაში - მე ვუხელმძღვანელებ" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ერთმორწმუნე რუსეთმა ქრისტიანობის უძველესი სიმბოლო პეჩერის ლავრა დაბომბა
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics