03:32 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-30 18:26:15, 1474 ნახვა

საზოგადოება
გახარია - მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს - ამ პირობების და ამ შეზღუდვების შესრულება არის ზღვარი, რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა

ეს არის ის შემთხვევა, როდესაც განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა სახის მსოფლმხედველობისა, ჩვენ ვემსახურებით ერთადერთ მიზანს, ეს არის საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ხვალ დილის 08:00 საათიდან შევა ძალაში.

„მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს - ამ პირობების და ამ შეზღუდვების შესრულება არის ზღვარი, რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ვიყოთ ეფექტურები და ყველას გვესმოდეს, რომ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა სახის მსოფლმხედველობისა, ჩვენ ვემსახურებით ერთადერთ მიზანს - ეს არის საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. მინდა გითხრა, რომ თქვენც, ჟურნალისტებს შეგიძლიათ ისარგებლოთ ნომრით 144. იმისთვის, რომ მედიას არ ჰქონდეს არანაირი პრობლემა მუშაობაში. საგანგებო მდგომარეობის პირობები დაიწყება ხვალ დილის 08:00 საათიდან, ხოლო სპეციალური საკარანტინო ღონისძიებები, რაც ფაქტობრივად ნიშნავს ქუჩაში გადაადგილების აკრძალვას, დაიწყება ხვალ 21:00 საათიდან და გაგრძელდება დილის 06:00 საათამდე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics