|
2015-08-10 10:50:50, 1164 ნახვა
სამართალი
ეროსი კიწმარიშვილმა გარდაცვალებამდე 2 საათით ადრე კაფე "ლა ფრანცში" ნამცხვრები იყიდა
საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილმა ეროსი კიწმარიშვილმა, სიკვდილამდე ორი საათით ადრე კაფე „ლა ფრანცში“ რამდენიმე ნამცხვარი იყიდა. ახალი გარემოება °ექსპრესნიუსისთვის° ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. კიწმარიშვილი აღნიშნული კაფის მუდმივი კლიენტი იყო. გარდაცვალებამდე ორი საათით ადრე ნამცხვრების ყიდვის ფაქტი „ექსპრესნიუსს“ კაფის თანამშრომლებმა დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დღესვე, მათთან პოლიცია იყო მისული და ყველა თანამშრომელი დაკითხეს. ამასთან „ლა ფრანცის“ თანამშრომლები ამბობენ, რომ კიწმარიშვილისთვის რამე უჩვეულო არ შეუმჩნევიათ, იგი ჩვეულებრივ კარგ ხასიათზე იყო და ნამცხვრების შეძენისას ხუმრობდა კიდეც. მოგვიანებით კაფის თანამშრომლებმა ტრაგედიის შესახებ გაიგეს. კაფე „ლა ფრანცი°“ ჭავჭავაძის 33-ში მდებარეობს. კაფესთან ახლოს ცხოვრობდა ეროსი კიწმარიშვილიც. ცნობისთვის, გასული წლის 15 ივლისს ეროსი კიწმარიშვილი ყიფშიძის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მოგვიანებით პოლიციამ მისი თვითმკვლელობის შესახებ განაცხადა.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)