|
2020-03-30 10:45:09, 1400 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: წარმოების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს; მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი პურის მწარმოებელი მსხვილი კომპანიების - შპს ,,პურის“ (იფქლი დიღომი) და „იფქლის“ საწარმოო სიმძლავრეებს და არსებული მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ. დავითაშვილის თქმით, დღეისათვის მარაგები საკმარისზე მეტია, წარმოების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. „დღევანდელ რთულ ვითარებაში, მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პურის ინდუსტრიის შეუფერხებელი ფუნქციონირება და პურზე ფასის შენარჩუნებაა. ამ კუთხით ჩვენ უწყვეტ მონიტორინგს ვახორციელებთ. ასევე, აქტიური შეხვედრები გვაქვს მწარმოებლებთან, ფქვილისა და სხვა ინგრედიენტების იმპორტიორებთან, რათა წარმოებას პრობლემები არ შეექმნას. დღეისათვის მარაგები საკმარისზე მეტია, წარმოების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. პროდუქციის მიწოდების უწყვეტად განხორციელებისთვის, პურის მწარმოებელი საწარმოები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. შპს „პური“, დღიურად, 14 სახეობის 120 000 ცალ პურს აწარმოებს. საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა, დაახლოებით, 300 ადამიანის შეადგენს. კომპანია „იფქლი" 37 სახეობის პურის წარმოებას ახორციელებს. ქარხნის წარმადობა დღეში 180 000 ცალი პურია. კომპანიაში, დაახლოებით, 450 ადამიანია დასაქმებული. საწარმოები აღჭურვილია ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით. მაქსიმალურად არის დაცული დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, თანამშრომელთა ტრანსპორტირებას კომპანიები თავად უზრუნველყოფენ. საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახორციელებს.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)