16:23 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-10 09:37:33, 798 ნახვა

სამართალი
დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი რამდენიმე საათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი რამდენიმე საათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მას რამდენიმე საათი მოუწია იზოლატორში ყოფნა.

ინციდნეტი ღამის პირველ საათზე სოფელ ქვიშხეთში მოხდა. მანქანით მყოფი დეპუტატი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა, რის შემდეგაც ის დააკავეს. კარბელაშვილი თავდაპირველად ოსიაურის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავების მოტივის შესახებ ოფიციალური განცხადება ოჯახის წევრების თქმით, პოლიციაში არ გაკეთებულა.

ახლობლები მთელი ღამის განმავლობაში ითხოვნენ მის ნახვას. მათ ასევე სურდათ პოლიციის სახელზე განაცხადის დაწერა, თუმცა უშედეგოდ.

ოსიაურში გვიან ღამით ჩავიდა პარლამენტის ვიცე–სპიკერი გიორგი ბარამიძეც, მაგრამ მას შენობაში შესვლის უფლება არც მას მისცეს. 

ამასთან, როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის დროს წინაარმდეგობის გაწევას გულისხმობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics