18:11 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-29 19:45:45, 26656 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ხვალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 7 პაციენტის პასუხს ელოდებიან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ხვალ დილით, კორონავირუსზე 7 პაციენტის პასუხს ელოდებიან.

მისი თქმით, დილის შემდეგ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა და კვლავ რჩება 4 მძიმე პაციენტი.

„დილის შემდეგ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა. ჯერჯერობით კვლავ რჩება 4 პრობლემური პაციენტი და აქედან 2 კრიტიკულია, 2 კი ძალიან მძიმე პნევმონიით. ახალი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის მძიმე. დანარჩენი ვნახოთ დინამიკაში. ის იმყოფებოდა ჩამოსვლიდან თვითიზოლაციაში.

დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 7 პაციენტზეა აღებული ტესტირება და ვნახოთ ხვალ დილით ამ 7 პაციენტიდან რამდენს დაუდასტურდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics