19:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-26 19:13:22, 2463 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: ზუგდიდის აქცია მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოება დაპირისპირებოდა ერთმანეთსა და სახელმწიფო სტრუქტურებს

„ზუგდიდის აქცია მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოება დაპირისპირებოდა ერთმანეთს და დაპირისპირებოდა სახელმწიფო სტრუქტურებს“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ იყო ჰუმანიტარული აქცია.

„ეს არ იყო ჰუმანიტარული აქცია. ეს აქცია მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოება დაპირისპირებოდა ერთმანეთს, საზოგადოება, ვისაც ესმის, რომ ასეთი შეკრება არის კანონსაწინააღმდეგო და საფრთხის შემცველი. გარდა ამისა, ეს აქცია მიმართული იყო ასევე იმისკენ, რომ  შეკრებილი საზოგადოება დაპირისპირებოდა სახელმწიფო სტრუქტურებს. ეს იყო აქციის მიზანი", -  განაცხადა გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ზუგდიდში ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს მიზანი აშკარად გამოჩნდა, თუნდაც, მიხეილ  სააკაშვილის განცხადებებიდან, რომელიც, ერთი მხრივ, საზოგადოებას მოუწოდებს კონსოლიდაციისკენ, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიმართულებას და ამ იდეას თავად უპირისპირდება კონკრეტული საქმიანობით.

„ვფიქრობ, რომ სწორედ ამ კუთხით უნდა შეაფასოსო საზოგადოებამ ის, რაც ზუგდიდში მოხდა და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics