|
2015-08-07 18:35:47, 412 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია: საქმე მკაფიოდ პოლიტიზირებულია და არავითარი სურვილი საკუთრების უფლების აღდგენაზე არ გააჩნია
„საქმე არის მკაფიოდ პოლიტიზირებული და არავითარი სურვილი საკუთრების და დარღვეული უფლების აღდგენასთან არა აქვს“,-ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალურ ბრიფინგზე ტელეკომპანიის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ქონების ის ნაწილი, რომელსაც ყადაღა დაედო, ქიბარ ხალვაშის დირექტორობის დროს არ არსებობდა. გვარამიას განმარტებით, ტელეკომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დირექტორობის პერიოდში მხოლოდ ნახევარი მილიონი ლარით გამდიდრდა. „ჩაგვბარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ჩვენი ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით. განჩინება ამტკიცებს აბსოლუტურად ყველა ეჭვს ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გვქონდა. პირველ რიგში იმას, რომ ეს საქმე არის მკაფიოდ პოლიტიზირებული და არავითარი სურვილი საკუთრების და დარღვეული უფლების აღდგენასთან მას არა აქვს. განჩინების თანახმად ყადაღა დაედო მთელ ქონებას, მათ შორის სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე შენობას, მიწის ნაკვეთს და ასე შემდეგ. ნამდვილად ცინიკურია და ბედის ირონიაა, იმიტომ რომ ეს ის ქონებაა, რომელიც საერთოდ არ არსებობდა ქიბარ ხალვაშის დირექტორობის დროს. ეს არის ბოლო სამი წლის განმავლობაში შეძენილი ქონება რუსთავი 2-ის მიერ, ასევე ქონება, რომელიც კაპიტალის სახით შემოიტანა ახალმა დამფუძნებელმა, შპს ტელეკომპანია „საქართველომ“, რომელმაც პრაქტიკულად გააორმაგა რუსთავი 2-ის კაპიტალი. ქიბარ ხალვაშის დირექტორობის დროს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მის მიერ ჩვენი კომპანია გამდიდრდა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარით. ეს არის რამდენიმე გადამცემი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო მაშინ კომპანიისთვის და ახლა პრაქტიკულად სრულიად უსარგებლოა, იმიტომ რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადავედით“,-აღნიშნა გვარამიამ. ნიკა გვარამიამ სარეკლამო რეგულაციების პირობებში გართულებულ ფულის მოძრაობაზე და შემცირებულ ბაზარზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ტელეკომპანიას განსაკუთრებულად ბანკებთან ურთიერთობა სჭირდება, რაც მისივე თქმით, კომპანიას სასამართლოს განჩინების თანახმად აერკძალა. „ყადაღაზე გაცილებით უფრო მძიმეა, როგორც მოგეხსენებათ ახალი სარეკლამო რეგულაციების პირობებში ძალიან გართულებულია ფულის მოძრაობა, ძალიან შემცირდა სარეკლამო ბაზარი, ამიტომ ტელეკომპანიისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა საფინანსო ინსტიტუციებთან ურთიერთობამ. პირველ რიგში ბანკებთან, ასევე კერძო პირებთან, რომლებისგანაც შეიძლება სესხი ავიღოთ და ასე შემდეგ, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ფულის მოძრაობა არის შეფერხებული. ტელეკომპანია ზოგადად ასეთი ბიზნესია, მითუმეტეს აგვისტოში. ეხლა აგვისტოა და ზამთარი მოგეხსენებათ ასეთი შეფერხებები არსებობს. ჩვენ გვჭირდება ბანკთან ურთიერთობა“,-განაცხადა გვარამიამ.
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)