|
2020-03-23 01:11:06, 7269 ნახვა
ომი უკრაინაში
პრემიერი - ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი დისტანციის დაცვაა, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ეკლესიაში თუ სუპერმარკეტში
დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი - დავიცვათ დისტანცია ერთმანეთთან და არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება ეს, ეკლესიაში, თუ სუპერმარკეტში, - ამის შეახებ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, არსებობს საკითხები, რომლებიც არის სენსიტიური და მარტივად გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ჩვენ თუ ვთანხმდებით, რომ ადამიანის, არ აქვს მნიშვნელობა მოქალაქის თუ მრევლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ყველაზე მაღალი ფასეულობა, მაშინ არაფერს არ ნიშნავს და არაფერი არ ღირს ორი მეტრის დისტანციის დაცვა, რომელიც შეუძლია როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიასაც, „რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუშლის იმას, რომ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ გამოწვევას. მარტივი თემაა. მინდა, შევამჩნიოთ და დავაფასოთ ის, რაც ბევრ ეკლესიაში მოხდა, ბევრმა მამაომ გააკეთა. მესმის რამხელა სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საჭირო, როდესაც მრევლს უნდა სთხოვო, რომ ეკლესიის გარეთ და გარკვეული დისტანცია დაიცვან. ასე იქმნება სახელმწიფოები. ასე ვყალიბდებით ჩვენ, როგორც წარმატებული სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, პრობლემებიც უამრავია და ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ვალდებულებაა ჯანმრთელობაზე ზრუნვა. როგორც ადრე ვთქვი და გავიმეორებ, დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი – დავიცვათ დისტანცია ერთმანეთთან და არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება ეს, ეკლესიაში თუ სუპერმარკეტში. როდესაც ვიღაც საუბრობს, 10 ადამიანი ბევრია, თუ ცოტაა, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს, თუ ადამიანი ზრუნავს თავისი თანამოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე და როდესაც ვიღაცებს უნდათ, პოლიტიკური ინტერესიდან გამოიყენონ მთავრობას, სახელმწიფოს და ეკლესიას შორის დაპირისპირება, ესეც პოლიტიკური სპეკულირების თემაა“, – განაცხადა გახარიამ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)