|
2015-08-06 13:37:34, 564 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძე ირლანდიის დელეგაციას შეხვდა
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის თავმჯომარე არჩილ ხაბაძე დღეს ირლანდიის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრას მთავრობის წევრები დაესწრნენ. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დუბლინის საზღვაო პორტის აღმასრულებელი დირექტორი ეამონ ო’ რეილი, დუბლინის საზღვაო პორტის საერთაშორისო ურთიერთობათა უფროსი ჩარლი მერფი, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიის რესპუბლიკაში გიორგი ზურაბაშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები. ვიზიტის ფარგლებში დუბლინის პორტსა და ბათუმის პორტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს გაფორმდება. აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ პორტს შორის შემდგომი თანამშრომლობის განვითარებას. დოკუმენტი ასევე გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის მართვა და სერვისები, საპორტო ქალაქის ინფრასტრუქტურის დაგეგმარება და განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო პროექტების მხარდაჭერის მობილიზება. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი ასევე გულისხმობს დუბლინის პორტის ქ. ბათუმთან თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკის, განათლების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის საკითხებში. ვიზიტის ფარგლებში დუბლინის პორტის დელეგაციის წარმომადგენლები გაეცნობიან აჭარის საინვესტიცო და ტურისტულ პოტენციალს. ბათუმისა და დუბლინის პორტის დამეგობრება ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატვივით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ დუბლინის პორტი ტვირთბრუნვისა და მგზავრების რაოდენობის მიხედვით ევროპის ერთ-ერთი დატვირთული პორტია. ირლანდიის ვაჭრობის დაახლოებით 50% სწორედ დუბლინის პორტის მეშვეობით ხორციელდება. 2014 წელს პორტის ტვირთბრუნვამ 30,849 მილიონი ტონა შეადგინა. ამასთან, ყოველწლიურად პორტს 1,76 მილიონი ტურისტი სტუმრობს. ირლანდიის დელეგაციის სამდღიანი ვიზიტი აჭარაში 9 აგვისტოს დასრულდება.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)