|
2020-03-16 11:36:54, 1972 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის იუსტიციის სახლში მომსახურების სივრცის მაგიდების მინის დამცავი ბარიერების მონტაჟი მიმდინარეობს
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, იუსტიციის სახლმა მომსახურების სივრცის მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერების მონტაჟი დაიწყო.
ამასთან, იუსტიციის სახლის ცენტრალურ შემოსასვლელთან, ასევე მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილას - სალაროებისა და საკონსულტაციო სივრცის მიმდებარე ტერიტორიებზე მოწყობილია ხელის სადეზინფექციო კუთხეები. წინა ხაზის თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილია პირბადით, ხელთათმანითა და ხელის სადეზინფექციო ხსნარით.
ასევე, დღეიდან, მუშაობა ერთი კვირით შეაჩერა გლდანის საზოგადოებრივმა ცენტრმა. იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში დროებით გაუქმებულია ბავშვთა სივრცეები. მუშაობა შეწყვიტა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლებში მდებარე ჯასთ-კაფეებმა და იუსტიციის სახლის ფილიალებში განთავსებულმა C ჰეპატიტის სკრინინგის სივრცეებმა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)