|
2015-08-02 10:48:38, 692 ნახვა
სამართალი
ნარკოტიკული საშუალების და საბრძოლო მასალის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სომხეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საბაჟო პროცედურების გავლის დროს, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული რაზმიკ ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოს (წითელი ხიდი) მეექვსე სასაზღვრო სექტორის (სადახლო) დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში 1,2 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 30 ცალი საბრძოლო ვაზნა კანონსაწინააღმდეგოდ საკუთარი ავტომობილით შემოჰქონდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება, ხოლო ავტომობილის დათვალიერებისას 30 ცალი საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება 271,08 გრამ კანაფის ფისს შეიცავს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)