|
2015-07-31 18:26:36, 817 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო არაალკოჰოლური სასმელების მარკირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ფინანსთა სამინისტრო არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო ელექტრონულ მარკირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, უწყების პოლიტიკაა ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად იყოს ჩართული ბიზნესსექტორი. „მსგავსი კონსულტაციები და შეხვედრები ფინანსთა სამინისტრომ არაერთხელ გამართა არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან როგორც საჯარო ფორმატში, ისე სამუშაო რეჟიმში. აღნიშნული საჯარო შეხვედრების შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალები ხელმისაწვდომია ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mof.ge და სოციალურ ქსელში (www.facebook.com/mofgeorgia; https://www.youtube.com/user/GeoMoF) კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა 2012 წლის დეკემბერში, არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციასთან - 2013 წლის 25 თებერვალს, როდესაც მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის დადგენაზე ბრძანების ამოქმედების ვადამ ურთიერთშეთანხმებით პირველ მაისამდე გადაიწია. ფინანსთა მინისტრის პირადი ინიციატივით შედგა გასვლითი შეხვედრები არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ქარხნებში - 2013 წლის 10 აპრილს „ბორჯომის“ ქარხანაში, 26 ივნისს „ნატახტარსა“ და „ზედაზენში“. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, კონსულტაციები შედგა ასევე ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობით. ფინანსთა სამინისტროს არასდროს, არც ერთ ფორმატში უარი არ უთქვამს კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. სამინისტრო დღესაც მზადაა, ასეთ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად და კიდევ ერთხელ, მთავრობის არგუმენტებისა და მოსაზრებების წარსადგენად“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. ამასთან, ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ არაალკოჰოლური სასმელების ელექტრონული მარკირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია მსოფლიოში მიღებულ პრაქტიკასთან, რომელიც გულისხმობს როგორც აქციზური, ისე არააქციზური საქონლის მარკირებას და მისი მიზანია, აღნიშნულ სფეროში აღრიცხვიანობის მოწესრიგება. შეგახსენებთ, არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების მოთხოვნაა, რომ სავალდებულო ელექტრონული მარკირების შემოღება არ მოხდეს. ამასთან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სავალდებულო მარკირება 1-ელ ნოემბრამდე გადავადდა.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)