05:55 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-31 11:40:35, 716 ნახვა

სამართალი
შსს-მ ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ართურ ი. და 1982 წელს დაბადებული არმენ კ. დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო წარსულში ნასამართლევი 1989 წელს დაბადებული არმენ ნ. დანაშაულის შეუტყობინებლობის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ახალციხეში დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები 26 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯასთან მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პირებს დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდნენ. კერძოდ, ისინი ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტთან დახვდნენ სომხეთიდან მომავალ პიროვნებებს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – “კალაშნიკოვის” სისტემის ავტომატი და ავტომანქანა დაახვედრეს, რომლითაც მკვლელობაში ბრალდებული პირები საქართველოში შემოსვლის შემდეგ გადაადგილდებოდნენ. მოგვიანებით, დაკავებულებმა ამავე პირებს მოკლულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათთვის მობილური ტელეფონის სიმ-ბარათები შეიძინეს. არმენ ნ-მ დაკავებისას პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია. სამართალდამცველებმა ავტომანქანა, რომლითაც მკვლელობაში ბრალდებული პირები გადაადგილდებოდნენ, წალკის რაიონში დამწვარი იპოვეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - “კალაშნიკოვის” სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ართურ ი. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე და 353-ე პრიმა მუხლებით). გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები მკვლელობაში ბრალდებული პირების დასაკავებლად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics