|
2015-07-30 19:43:16, 819 ნახვა
ეკონომიკა
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა თბილისის ზოოპარკს 50 ათასი აშშ დოლარი გადაურიცხა
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა (BSTDB) თბილისის ზოოპარკს 50 ათასი აშშ დოლარი გადაურიცხა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამის შესახებ ბანკის პრეზიდენტმა უგურ დელიკანლიმ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს დღეს ოფიციალური წერილით აცნობა. „ბატონო გიორგი, მინდა გაცნობოთ, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრისა და საუბრის შემდგომ, „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა“ მიიღო გადაწყვეტილება თავისი წვლილი შეიტანოს თბილისში, ივნისის თვეში სტიქიით მიყენებული ზიანის აღდგენის პროცესში. ამ მიზნით, ბანკი 50 ათას აშშ დოლარს ურიცხავს თბილისის ზოოპარკს აღდგენითი სამუშაოებისთვის“, - ნათქვამია შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის უგურ დელიკანლის წერილში, რომელიც მან დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს მისწერა. ცნობისთვის, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია. 19-21 ივნისს, საქართველომ ბანკის მმართველთა საბჭოს მე-17 ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა. BSTDB ხელს უწყობს მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონალურ თანამშრომლობას სესხების გაცემის, საკრედიტო ხაზების, პროექტებისთვის გარანტიისა და სახელმწიფო და კერძო სექტორებში სავაჭრო დაფინანსების მეშვეობით.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)