02:29 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-13 13:29:23, 1672 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე ფაქტების შემსწავლელ მისიაზე - ეს არის „ქართული ოცნების“ ტრიუკი, რომლითაც ცდილობენ ჩვენი მეგობრების მოტყუებას

„საერთაშორისო ჩართულობას მივესალმებით, მაგრამ ჩვენი შეფასებით ეს არის უბრალოდ „ქართული ოცნების“ ტრიუკი, რომლითაც ისინი ცდილობენ მოატყუონ ჩვენი მეგობრები“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველოში ევროპარლამენტართა მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისიის შეიქმნის საკითხს.

მისი თქმით, ოპოზიციის ერთ-ერთი ამოცანაა გიგი უგულავას საქმე რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ყურადღებისა და ზეწოლის ცენტრში აღმოჩნდეს.

„როდესაც ადამიანი უკვე ციხეშია უზენაესი სასამართლოს განაჩენით, ვერ ვხედავთ კონკრეტულ დატვირთვას ამ კომისიის. ასეთი კომისია და ასეთი მისია უნდა ჩამოვიდეს მაშინ, როდესაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი.

ოპოზიციის ერთ-ერთი ამოცანა სწორედ ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ყურადღების და ზეწოლის ცენტრში აღმოჩნდეს გიგი უგულავას საქმე.

საერთაშორისო ჩართულობას მივესალმებით, მაგრამ ჩვენი შეფასებით ეს არის უბრალოდ „ქართული ოცნების“ ტრიუკი, რომლითაც ისინი ცდილობენ მოატყუონ ჩვენი მეგობრები, ევროპარლამენტარები და კონგრესმენები, კიდევ ერთხელ ჩააქრონ ცეცხლი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტართა მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისია შეიქმნება, რომელიც ამ საქმეს სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტით განიხილავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics