|
2015-07-30 13:40:21, 799 ნახვა
სამართალი
სიონის წყალსაცავზე 6 ერთეული 200-300 მეტრი სიგრძის ბადე აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო თევზჭერის აღკვეთის მიზნით მასშტაბური პრევენციული ღონისძიებების გატარებას განაგრძობს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფრომაციით, დეპარტამენტის აღმოსავლეთ -ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლებისა და თბილისის სწრაფი რეაგირების ჯგუფის მიერ განხორციელებული პატრულირების შედეგად, სიონის წყალსაცავზე გამოვლენილი სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. „კერძოდ, წყლის ზედაპირული დათვალიერებისას ნაპოვნი და ამოღებული იქნა 6 ერთეული 200-300 მეტრი სიგრძის ბადე. ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს მოქალაქეები, რომლებიც 100 მეტრის სიგრძის ბადით თევზაობდნენ. ამოღებული იქნა უკანონოდ მოპოვებული თევზიც. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს““, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)