02:51 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 15:49:14, 917 ნახვა

კომენტარი
ტიკარაძე: პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში გავაძლიერებთ პრევენციულ სერვისებს, გავზრდით ოჯახისა და სოფლის ექიმების როლს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პირველადი ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ჩვენ ვიწყებთ პირველადი ჯანდაცვის ძირეულ რეფორმას, რომლის ფარგლებში გავაძლიერებთ   პრევენციულ სერვისებს, გავზრდითთ ოჯახისა და სოფლის ექიმების როლს და დატვირთვას. განვავითარებთ ოჯახის ექიმთან ვიზიტის და გეგმიური სამედიცინო შემოწმების კულტურას", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, უკვე დეტალურად გადაიხედა  და გაიწერა პირველადი ჯანდაცვის რგოლში მისაწოდებელი  მომსახურების მოცულობა და ჩამონათვალი.

„როგორც ჰოსპიტალურ სექტორში, ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლში ჩვენ დავიწყეთ სელექტიური კონტრაქტირების ამოქმედება. ამ შემთხვევაშიც კრიტერიუმები მომსახურების  ხარისხზე,  დაწესებულების სიმძლავრეზე და ტექნიკურ შესაძლებლობებზეა გათვლილი", აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა, პირველადი ჯანდაცვის სექტორში, ინფრასტრუქტურულ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება. ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ქვეყნის მასშტაბით  აქტიურად მიმდინარეობს 400-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი, რომლის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაიწყება მათი აღჭურვა. პროექტის დასრულების შემდეგ, 2024 წლისთვის ქვეყანაში  თანამედროვე ტექნოლოგიებით  სრულად აღჭურვილი 831 ამბულატორია იქნება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics