03:03 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 12:35:59, 977 ნახვა

კომენტარი
უგულავა - უმრავლესობის სხდომა ხელოვნურად დანიშნეს იმიტომ, რომ საკუთარი დეპუტატები პარლამენტში გოდრებით შეეყვანათ

„უმრავლესობის სხდომა ხელოვნურად დანიშნეს იმიტომ, რომ საკუთარი დეპუტატები გოდრებით შეეყვანა პარლამენტში.ეს როგორც ჩანს, მდინარაძის ოსტატობაა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას თქმით, მშვიდობიანი აქცია პასუხია იმაზე, რაც საქართველოში „კოლექტიურმა ივანიშვილებმა“ ჩაიდინეს.

„უმრავლესობის სხდომა ხელოვნურად დანიშნეს იმიტომ, რომ საკუთარი დეპუტატები გოდრებით შეეყვანა პარლამენტში. ეს როგორც ჩანს, მდინარაძის ოსტატობაა. უმრავლესობა ემალება გაბრაზებულ ადამიანებს, უმრავლესობა ემალება საკუტარ მოქალაქეებს, ხან კედლებს არმართავს, ხან პოლიციის კორიდორებს აღმარეთავს, ხან მელასავით შეიპარებიან. კოლექტიურმა ივანიშვილებმა უნდა იცოდნენ, რომ რაც მათ ჩაიდინეს, ამაზე პასუხი მშვიდობიანი აქციაა “, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის 11:00 საათზე „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას გეგმავდნენ, თუმცა ისინი შენობაში საპროტესტო ღონისძიების დაწყებამდე შევიდნენ, რადგან 10:00 საათზე უმრავლესობის სხდომა დაინიშნა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა სხდომა მოულოდნელად განგებ ჩანიშნა, რომ .დეპუტატებს "სირცხვილის კორიდორში" გავლა თავიდან აერიდებინათ. თავის მხრივ, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ოპოზიციის ბრალდებას "უსაფუძვლო" უწოდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics