17:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 10:51:56, 1737 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: წელს შევძელით, რომ საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე მოგვენიშნა ბათუმი და ამას მოწმობს ყველა საერთაშორისო აღიარება

ბათუმში „მაგნოლია 2019"-ის დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ.

თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელობაზე ისაუბრა  და 2019 წელი შეაჯამა.

„2019 წელს ჩვენ შევძელით, რომ საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე მოგვენიშნა ბათუმი და ამას მოწმობს ყველა საერთაშორისო აღიარება. რეიტინგები, წამყვანი მედია საშუალებები აღიარებენ, რომ ბათუმი არის ადგილი სადაც უნდა წავიდეს ადამიანი, სადაც უნდა ჩაიდოს ინვესტიცია. მთავარია, რომ ჩვენ, როგორც მასპინძლებმა შევძლოთ ხარისხობრივი მაჩვენებლებით ყველა ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილება, რათა ეს დინამიკა არცერთი წუთით არ გაჩერდეს.

ტურიზმი არის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი და მნიშვნელოვანია, რომ აჭარის ყველა მინიციპალიტეტში მიმდინარეობს ტურისტული მარშრუტების მარკირება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, სერვისის გაუმჯობესება. ეს არის დეტალები და ამ დეტალებშია ის, რაც ქმნის საერთო კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის.

წელს პირველად ჩვენ შევძელით და აჭარას აქვს 2020-2025წლების ტურიზმის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი. წელს პირველად  გვქონოდა ჩარტერული რეისები ევროპის წამყვანი ქვეყნების დედაქალაქებიდან" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ

აჭარაში ტურისტებისა და სექტორის მიერ საუკეთესო ბრენდულ სასტუმროდ ჰილტონ ბათუმი, ქართულ, არაბრენდულ სასტუმროდ „ადმირალი", საუკეთესო ჰოსტელად „ბექთუმი", ხოლო საუკეთესო რესტორნად „რეტრო" დასახელდა. გარდა ამისა, რეგიონში ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ადგილის ტიტული ბათუმის ბულვარმა, ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ატრაქციისა კი  ბათუმის დელფინარიუმმა მიიღო. ჯამში,  ღონისძიებაზე 13 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

„მაგნოლია 2019"-ის დაჯილდოების ცერემონია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშით გაიხსნა.

ღონისძიებას ბათუმის დრამატულ თეატრში ტურიზმის სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics