|
2015-01-25 16:19:19, 3131 ნახვა
სხვადასხვა
2014 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციას სხვადასხვა საკითხზე 19595 მოქალაქემ მიმართა
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის საკითხზე, შესწავლილ ინფორმაციას აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2014 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, 19595 მოქალაქემ მიმართა, რაც გასულ წლებთან მიმართებით, გაცილებით დაბალი მაჩვენებელია. მათივე ცნობით, აქედან, პრეზიდნეტის ადმინისტრაციამ განიხილა და წარმოება დაასრულა 12499 მიმართვაზე, ხოლო 4205 მოქალაქეს გაეგზავნა საპასუხო წერილი. არსებული მონაცემით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 7096 მოქალაქის 2014 წელს რეგისტრირებული მიმართვა, კვლავ მომზადებისა და გამოხმაურების ეტაპზეა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, 2010-2014 წლებში, სულ 152,298 მეტმა მოქალაქემ მიმართა. მოქალაქეთა რეგისტრირებულ განცხადებების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, წლების მიხედვით, ასეთია: 2013 წელს - 42682, 2012 წელს - 38466, 2011 წელს - 23927, 2010 წელს - 27628. ამასთან, 2014 წლის მანძილზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიემართა 4 ადმინისტრაციული საჩივრით საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებების ბათილად ცნობის, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულეებებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობის თაობაზე. ოთხივე ადმინისტრაციული საჩივარი, ავტორებს განხილვის გარეშე დაუბრუნდათ და განემარტათ, რომ მოთხოვნილ საკითხებთან დაკავშირებით, სარჩელით უნდა მიემართათ სასამართლოსთვის. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2015 წლის 12 იანვარს, გამოაქვეყნა მონიტორინგის შედეგები „მოქალაქეები მთავრობის საჯარო პოლიტიკის პროცესში 2014 წელს“ და მათ შორის, დაინტერესდა საქართველოს პრეზიდნეტის ადმინისტრაციასთან მოქალაქეების ურთიერთობის საკითხითაც. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა საჯარო უწყებებსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობის საჯაროობის შემოწმება, მოქალაქეების მიერ საჯარო უწყებებისადმი მიმართვიანობის მაჩენებლის დადგენა, მათ წერილებზე გამოხმაურების ანალიზი, არსებული ადმინისტრაციული საჩივრების სტატისტიკა და გადაწყვეტის მაჩვენებელი. ორგანიზაციამ აღნიშნულთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2014 წლის 8 დეკემბერს მიმართა, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორესპონდენციის მართვის დეპარტამენტმა, მოთხოვნილ ინფორმაციაზე გამოხმაურება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილი ვადის დარღვევით, ორგანიზაციას მხოლოდ 2015 წლის 21 იანვარს მიაწოდა",-ნათქვამია "ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)