|
2015-07-24 20:31:36, 465 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი: მიუხედავად მატებისა, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფი გვაქვს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მატების მიუხედავად, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საყოფაცხოვრებო ტარიფი აქვს. მისივე თქმით, თუ სემეკი ტარიფის კორექტირებაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, კომპანიები, რომლებსაც ფინანსური რესურსი არ დარჩათ, ელექტროენერგიის უწყვეტ რეჟიმში მოწოდებას ვეღარ შეძლებდნენ. "მინდა შევახსენო მოსახლეობას, რომ ჩვენმა მთავრობამ როცა ამის რეალური შესაძლებლობა იყო, როცა მოვედით მთავრობაში და როცა დავინახეთ, რომ ჩვენი მოსახლეობა ზედმეტს იხდიდა, სწორედ ჩვენივე ინიციატივით, ყოფილი პრემიერის ინიციატივით, წამოვწიეთ ტარიფის თემა, აქტიურად ვიმუშავეთ სემეკთან და მივაღწიეთ შეთანხმებას და მაშინ ჯერ კიდევ 3 წლის წინ ტარიფის შემცირება გახდა შესაძლებელი. მაშინ ტარიფი შემცირდა დაახლოებით, 4 თეთრით. ეს იყო ერთადერთი მსგავსი ფაქტი და ამ დრომდე ანალოგიური ნაბიჯი არც ერთ მთავრობას არ გადაუდგამს.მინდა გითხრათ, რომ ამ გადაწყვეტილებით დაიზოგა ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით, 150 მლნ-მდე თანხა, რასაც წლების განმავლობაში ზედმეტად იხდიდა. დღეს გვაქვს შეცვლილი ვითარება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონში და ტარიფის კორექტირება გარდაუვალი გახდა 3.35 თეთრით.მიუხედავად მატებისა, მინდა განვაცხადო, რომ დღეს ჩვენ რეგიონში გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფი. შეგახსენებთ, სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაზარდა. სამომხმარებლო ტარიფი თითოეულ საფეხურზე დაახლოებით 3 თეთრით გაიზარდა. ამ ეტაპზე სამომხმარებლო ტარიფი (დღგ-ს გარეშე)101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის 7.630 თეთრს შეადგენს; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 11.000 თეთრს; 301 კვტსთ-დან და მეტი - 14.830 თეთრს შეადგენს. შესაბამისად 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის ტარიფი 10.978 თეთრი, 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 14.348 თეთრი, ხოლო 301 კვტსთ-დან და მეტი - 18.178 თეთრი იქნება. "ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლების განცხადებით, წარმოდგენილი პროექტით ზრდა საკმარისი არ არის. ისინი დაახლოებით 4,2 თეთრით ზრდას ითხოვდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით სს „თელასმაც“ მიმართა. "თელასის“ სატარიფო განაცხადზე საჯარო-ადმინისტრაციულ წარმოებას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დაახლოებით სამ დღეში დაიწყებს.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)