|
2015-07-24 19:37:41, 612 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია: ელექტროენერგიის ტარიფების მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით, ნარმანიას განცხადება ორაზროვნად იქნა აღქმული
თბილისის მერია ელექტროენერგიის ტარიფების მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას კიდევ ერთხელ აფიქსირებს, ვინაიდან როგორც მერიაში განმარტავენ, დავით ნარმანიას მიერ გაკეთებული განცხადება ორაზროვნად იქნა აღქმული. "იმ შემთხვევაში თუ სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დედაქალაქშიც მოხდება ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, გაზრდილ ტარიფს დედაქალაქის მერია დაუფინანსებს",-აცხადებენ მერიაში. შეგახსენებთ, დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისის მოსახლეობას ტარიფების ზრდა არ შეეხება. მისივე მტკიცებით, იმ ოჯახებს, რომლებსაც კომუნალური გადასახადის გადახდის პრობლემა ექნება, თბილისის მერია აუნაზღაურებს. „თბილისის მოსახლეობას არანაირად არ შეეხება ტარიფების ზრდა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ადამიანები, რომლებიც ვერ იხდიან შესაბამის გადასახადს, მათ მაქსიმალურად დავუდგებით გვერდში და ჩვენ ავუნაზღაურებთ. სემეკის მიერ როგორც კი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საერთო პოლიტიკის ფარგლებში თბილისის მერია მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ არცერთ ოჯახს არ შეექმნას კომუნალური გადასახადის პრობლემა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ. ცნობისთვის, სს „თელასმა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით 23 ივლისს მიმართა. კომპანია ტარიფის დადგენას ითხოვს და სატარიფო განაცხადის წარმოდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)