|
2015-07-24 12:09:31, 970 ნახვა
საზოგადოება
27 ივლისს აჭარაში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი იწყება
ყოველი წლის 28 ივლისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჰეპატიტის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ეს დღე ნობელის პრემიის ლაურიატის ბარუჰს ამუელ ბლუმბერგისთვის პატივისცემის ნიშნად შეირჩა, რომელმაც B ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი აღმოაჩინა. ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს 9 რეგიონში, მათ შორის აჭარაში მოსახლეობის ნებაყოფლობით უფასო სკრინინგის ორკვირეულს აცხადებს. სამინისტროს ინფორმაციით, ორკვირეული 27 ივლისს დაიწყება და ათი სამუშაო დღის განმავლობაში გაგრძელდება. 27 ივლისიდან, კვირეულის ფარგლებში, ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ჩაიტაროს უფასო სკრინინგი შემდეგ მისამართებზე: 1). აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. (ბათუმი, გორგასალის ქ. 141/14). 2). დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აჭარის სამმართველო. (ბათუმი, ჯ. ქათამაძისჩიხი 4 (ბარცხანის დასახლება). 3). საინფორმაციო, სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი ”თანადგომა” . (ქ.ბათუმი, გორგასალის ქ.113 ). 28 ივლისს სასტუმრო ,,შერატონში“ მოეწყობა მრგვალი მაგიდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, სამედიცინო სფეროსა და მედია საშუალებების მონაწილეობით. 29–30 ივლისს ბათუმის ბულვარში ჩატარდება საინფორმაციო აქცია ,,ცოტა C” და ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება ადგილზევე ჩაიტაროს ტესტირება და მიიღოს კვალიფიცირებული კონსულტაცია. 30 ივლისს მობილური ლაბორატორია განთავსდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ცენტრში (სარფი–საბაჟოს მიმდებარე ტერიტორია). 31 ივლისი მობილური ლაბორატორია განთავსდება ხულოს, შუახევის, ქედის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში 6 აგვისტოს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გაიმართება შეხვედრა სტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებლებთან. 2015 წელს ჰეპატიტის მსოფლიო დღის სლოგანია - იმოქმედე ახლავე, აიცილე ჰეპატიტი! და მიმდინარეობს ოთხი ძირითადი გზავნილით: აიცილე ჰეპატიტი: იცოდე რისკების შესახებ; აიცილე ჰეპატიტი: მოითხოვე უსაფრთხო ინექციები; აიცილე ჰეპატიტი: ჩაუტარეთ ბავშვებს ვაქცინაცია; აიცილე ჰეპატიტი: ჩაიტარე ტესტირება, იმკურნალე.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)