|
2019-11-22 12:03:36, 7267 ნახვა
სამხედრო
ბათუმის პორტში ფრანგული სამხედრო გემი შემოვიდა
ბათუმის ნავსადგურში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო საპატრულო ხომალდი „კომანდან ბირო" შემოვიდა. დახვედრის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი და თავდაცვის ატაშე დაესწრნენ. ,,სასიხარულოა, რომ საქართველო-საფრანგეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში, რეგულარულად იმართება ფრანგული გემების საპორტო ვიზიტები ბათუმში. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მყოფი საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავსი ვიზიტები. ჩვენ ვაფასებთ ამ გზით გამოხატულ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ბოლო პერიოდში ხშირად ვმასპინძლობთ როგორც ნატოს გემებს, ასევე პარტნიორი ქვეყნების ეროვნული ფლოტის ხომალდებს. ეს მიუთითებს იმ ინტერესსა და მხარდაჭერაზე, რომელიც გვაქვს პარტნიორი ქვეყნებისგან, როგორც ზოგადად ჩვენი ქვეყნის რეფორმების, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გემი ბათუმს თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი სწავლებები ღია ზღვაში, რომელშიც ფრანგი მეზღვაურები, სანაპირო დაცვის წევრები და სპეციალური ოპერაციების ძალები ჩაერთვებიან.
(NS)
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)