00:05 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-21 14:11:24, 4367 ნახვა

კულტურა
დართლოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლებს რეაბილიტაცია უტარდებათ

თუშეთში, სოფელ დართლოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლებს რეაბილიტაცია უტარდებათ.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით,2014 წელს დართლოში რეაბილიტაცია 6 სახლს ჩაუტარდა,  28 სახლის რეაბილიტაცია კი წელს დასრულდება. სამუშაოები მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 1,344.102.47  ლარია. პროექტის ფარგლებში,  სახლების რეაბილიტაციის გარდა, გარე ინფრასტრუქტურა და  საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა.

„ დართლოს რეაბილიტაციას მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს როგორც  ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე  მთლიანად ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის. პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი ძეგლის სტატუსის მქონე, გამორჩეული არქიტექტურის საუკუნოვანი სახლებისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნებაა“, – აცხადებენ რეგიონული განვითრების სამინისტროში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics