|
2015-07-21 12:21:14, 549 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისები ავტორიზებული ნოტარიუსების დახმარებით კიდევ უფრო ხელმისაწვდომია
მოქალაქეები, რომლებსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურებებით სარგებლობა სურთ, სასურველ სერვისების მისაღებად ავტორიზებულ ნოტარიუსებს აქტიურად მიმართავენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საჯარო რეესტრიდან აცნობეს. შესაბამისად, მათივე ინფორმაციით, იზრდება სააგენტოს ავტორიზებული ნოტარიუსების მიერ მიღებული სარეგისტრაციო განაცხადების რაოდენობაც: 2013 წლის პირველ ნახევარში ამ სარეგისტრაციო განაცხადების რიცხვი 10769-ს, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 18476-ს შეადგენდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, პირველი ივლისის მონაცემებით, ავტორიზებულ ნოტარიუსებს 19574 სარეგისტრაციო განცხადება აქვთ მიღებული. ავტორიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, ნოტარიუსებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილების განხორციელების საშუალება აქვთ. მათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ პროგრამებზე წვდომა და განცხადებისა თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მიღება, გაცემა, იპოთეკის, ჩუქების, მემკვიდრეობის და სხვა უფლების რეგისტრაცია შეუძლიათ. ავტორიზებული ნოტარიუსების დახმარებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომია. მოქალაქეებს საშუალება აქვთ, სასურველი მომსახურება უწყების ტერიტორიულ სამსახურებში მისვლის გარეშე, სახლთან ან ოფისთან ახლოს, უახლოეს ნოტარიუსთან მიიღონ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, უფლებამოსილების მინიჭებასთან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მხარდაჭერით ნოტარიუსებისა და მათი თანაშემწეების ტრენინგი და ტესტირება განხორციელდა. ავტორიზებული მომხმარებელი საჯარო რეესტრის ინოვაციური პროექტია, რომელიც ნოტარიუსებს, ბანკებს, უძრავი ქონების სააგენტოებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ადვოკატებს, იურიდიულ და საამზომველო ფირმებს საშუალებას აძლევს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული პროგრამების ავტორიზებული მომხმარებელები გახდნენ. თითოეულ მათგანს უწყების ერთიან მონაცემთა ბაზაში შესვლის ინდივიდუალური ნებართვა ენიჭება. ბაზაში დაცული ინფორმაციის მოძიების გარდა, ავტორიზებულ მომხმარებლებს კლიენტების სახელით სარეგისტრაციოდ საბუთების წარდგენისა და მოთხოვნილი დოკუმენტაციის მარტივად მიღების შესაძლებლობაც აქვთ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინიციატივის შედეგად, კერძო კომპანიები პოტენციურ მომხმარებლებს ახალ მომსახურებას სთავაზობენ, რასაც მათთვის დამატებითი შემოსავლები მოაქვს. ამას გარდა, ისინი დაჩქარებული, „ერთი სარკმლის პრინციპზე“ დაფუძნებული სერვისებით მომხმარებლებს კიდევ უფრო კომფორტულ გარემოს უქმნიან. დღეისათვის სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 350-მდე ავტორიზებულ მომხმარებელთან აქვს გაფორმებული.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)