|
2015-07-21 11:41:44, 414 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის ყოფილი ელჩის აზრით, ამერიკის კონგრესში საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე საუბარი მალე დაიწყება
ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი რუსეთის მიერ საქართველოს საზღვრის ე.წ. დემარკაციას გაუგებარს უწოდებს და ამბობს, რომ კრემლში ვიღაცამ გადაწყვიტა, დაძაბულობა არა მხოლოდ უკრაინაში არამედ საქართველოშიც გაამწვაოს. ამის შესახებ კორტნიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა. „გაუგებარია რატომ სურს კრემლს ამის გაკეთება. საქართველოს მთავრობა რუსეთთან თანამშრომლობას ცდილობს ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით. შესაძლებელია, რომ რუსეთის ძალაუფლების სტრუქტურაში ვიღაცას სჯერა, რომ მოვიდა დრო გაძლიერდეს ძალისხმევა, რომელიც მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული“, - განაცხადა ყოფილმა ელჩმა. კორტნი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე, რადგან ეს მილსადენი, მისი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ბაქო-სუფსის მილსადენი. ამასთან, იგი იმედოვნებს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ დასავლეთი საქართველოს მეტ დახმარებას აღმოუჩენს. „ალბათ, მოვიდა დრო დასავლეთმა დაიწყოს საქართველოსთვის მეტი დახმარების აღმოჩენა მილსადენების მონიტორინგის მიმართულებით. არ არის აუცილებელი ეს სამხედრო დახმარება იყოს. ამ მიზნის მიღწევა ტექნიკური დახმარებით, მონიტორინგის დახვეწით, დრონების საშუალებით არის შესაძლებელი. იმის გამო, რომ დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარს ამბობს, რუსები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ შეუძლიათ საქართველოს მიმართ უფრო აგრესიული იყვნენ და დასავლეთი არც საქართველოს მიაწოდებს შეიარაღებას. ჩემი აზრით, ამერიკის კონგრესში მალე დაიწყება საუბარი იარაღის მიწოდებაზე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. ეს მალე არ მოხდება, მაგრამ რამდენიმე თვეში ეს დებატები დაიწყება“, - განაცხადა უილიამ კორტნიმ.
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)