|
2015-07-18 09:36:45, 814 ნახვა
ეკონომიკა
პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა
პარლამენტმა მესამე მოსმენით "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, 19 კი წინააღმდეგი იყო. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს, პარლამენტმა 80 ხმით მიიღო, 19 კი წინააღმდეგი იყო. ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს. კერძოდ, იქმნება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება. განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტებისა და მისი ხელმძღვანელის არჩევის წესებს. ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)