|
2015-07-11 12:33:16, 407 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძეს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა უმასპინძლა
კანადაში ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს დავით ბაქრაძეს სამუშაო სადილზე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობ ნიკოლსონმა უმასპინძლა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ევროინტეგრაციის სამინისტროდან აცნობეს, დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა კანადურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მხარეებმა, ასევე, განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალთან გაფორმებული ეგრეთწოდებულ შეთანხმებებზე, როგორც რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომავალი სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებს. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოების პოლიტიკის მტკიცე მხარდამჭერია. შესაბამისად, კანადის ხელისუფლება მომავალშიც განაგრძობს ევროინტეგრაციის მისწრაფებების მქონე ქვეყნების ხელშეწყობას. რობ ნიკოლსონმა, ასევე, განსაკუთრებულად აღნიშნა ქართული მხარის მიერ შეტანილი წვლილი ნატო-ს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში. შეხვედრაზე კანადური მხარის მიერ დადებითად შეფასდა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები. აღინიშნა, რომ წლიური ეროვნული პროგრამისა და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით დაფიქსირებული პროგრესი კიდევ უფრო აახლოვებს საქართველოს საბოლოო მიზანთან-ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-კანადას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს. 9 ივლისს, ტორონტოში, კანადაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში. დავით ბაქრაძემ საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე-ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, საგარეო გამოწვევებსა და საფრთხეებზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)