|
2015-07-11 09:51:54, 366 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ყველა დაპირება ეტაპობრივად სრულდება და შესრულდება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თითქმის ყველა დაპირება ეტაპობრივად სრულდება და შესრულდება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა გადაცემა 20/30-ში განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, კოალიციის დაპირება ოთხწლიან მმართველობაზე იყო გათვლილი. პრემიერის განცხადებით, მთავრობაში მოსვლის პირველივე დღიდან ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. „პირველივე წელს დავიწყეთ იაფი აგროკრედიტების პროგრამის დაფინანსება, რის შედეგადაც 135 ახალი საწარმო შეიქმნა. 600 საწარმოა გადაიარაღებული, ჯამში სოფლის მეურნეობის სექტორში 1 მილიარდ ლარამდე დაიხარჯა. ეს დანაპირები ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მიერ იყო გაცემული არჩევნებამდე. ჩვენ გვაქვს რეალური შედეგი“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერმა „აწარმოე საქართველო“-ს პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი პროგრამის ფარგლებში 90-მდე საწარმო შეიქმნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)