18:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-22 12:27:46, 864 ნახვა

რეგიონი
შშმ ქალთა ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომის შესახებ კვლევა იწყება

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დახმარებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომის საკითხზე საკომიტეტო მოკვლევას იწყებს.

კვლევის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ მოწვეული ექსპერტი მაკა მეშველიანი, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილები, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრები და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოკვლევის ფარგლებში სამიზნე ჯგუფებთან შეხვედრებისთვის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტად შერჩეულია ქ. ბათუმი. საკითხის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით ჩატარდება ინტერვიუები და შეხვედრები შშმ ქალებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.

 მოკვლევის შედეგად მომზადდება ანგარიში, რომელშიც მოცემული იქნება პრობლემების ანალიზი და კონკრეტული რეკომენდაციები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics