22:24 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 10:01:31, 627 ნახვა

საზოგადოება
გავრცელებული ინფორმაციით, "გაბალა" - "დინამოს" მატჩის დროს საქართველოს დროშა დაწვეს

აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილბრივ „გაბალასა“ და თბილისის „დინამოს“ გუშინდელ მატჩზე ინციდენტი მოხდა.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთმა ჯგუფმა პლაკატები გამოფინა, სადაც აზერბაიჯანის შემადგენლობაში რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ნაწილმა საქართველოს დროშა დაწვა და მასზე ფეხით დადგნენ.

გარდა ამისა, მატჩის დასრულების შემდეგ „დინამოს“ გულშემატკივართა ავტობუსს ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს. „დინამოში“ აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ „უეფას“ აცნობებენ.

მომხდარს გულშემატკივრები 2 ივლისს, საქართველოში, "დინამო" - “გაბალას" თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ, როდესაც ქართველმა გულშემატკივრებმა პლაკატი გამოფინეს  წარწერით - "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics