17:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-20 15:02:52, 913 ნახვა

რეგიონი
კაჭრეთში, მთის ფერდობზე ხანძარია - ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარია.

როგორც „ექსპრესნიუსს“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი  ტყვის ქვედა საფარს და საძოვარს, ასევე, ეკალბარდს და ბალახს უკიდია

მათივე ცნობით,  ადგილზე მობილიზებულია კაჭრეთის და გურჯაანის 4 სახანძრო- სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე მაშველი.

„დასახმარებლად გასულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, 6 მანქანა და 30-მდე მეხანძრე მაშველი. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - აცხადებენ უწყებაში.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics