|
2015-07-08 17:42:21, 405 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ხელმძღვანელობით, აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრები, ქალაქის მერი და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები დაესწრნენ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილეს 10 საკითხი, რომელთაგან 2 აჭარაში საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „გოდე 2014“-ისა და შპს „ისპანი“-ს მიმართ რიგი ღონისძიებების განხორციელებას შეეხო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გარდა ამ საკითხებისა ისაუბრა აჭარის ბიუჯეტის მიმართ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ სამინისტროსთვის სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე გააკეთა მოხსენება. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის #27 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ისაუბრა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი რომანაძემ. აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამია ბერძენიშვილმა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ გააკეთა მოხსენება, ხოლო ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა შპს „სანდასუფთავება“-ს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე ისაუბრა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე მოხსენება გააკეთა სულხან ევგენიძემ. აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა დავით გაბაიძემ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 22 თებერვლის N9 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე გააკეთა მოხსენება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)