21:26 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-08 13:55:53, 578 ნახვა

საზოგადოება
კვირის დოკუმენტი - ჩოხაში გამოწყობილი თავმომწონე მამაკაცი და ჯორზე ამხედრებული ქალბატონი

ეროვნული არქივის კვირის დოკუმენტი უჩვეულო და სახალისო ფოტოს წარმოგიდგენთ. ჩოხაში გამოწყობილი თავმომწონე მამაკაცი და ჯორზე ამხედრებული ქალბატონი კეკლუცად მომარჯვებული ქოლგით საგანგებო ფოტოსესიას ატარებენ.

თუმცა ფოტოს მთავარი „ინტრიგა“ მაინც ჯორის უკან ჩანს: ასეთი მომზადებული ფოტოსესიის ფონზე წამოწოლილი ადამიანი სულაც არ დაგიდევთ არც ჯორს, არც სერიოზულ მამაკაცსა და არც ქოლგამომარჯვებულ კოხტა ქალბატონს. ან დუქანში კარგად შეზარხოშდა და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა, ან სულაც დადგეს ასეთი სცენა. ვინ იცის?!

თბილისი, 1870 წელი.

ფოტოს ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics