17:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 14:26:54, 1987 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - ბათუმს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა

ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ ახალი სკვერი საზეიმოდ გაიხსნა. 

სკვერში  200-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგო. დაიგო ფილები, მოეწყო შადრევანი და საპარკინგე სივრცე, დამონტაჟდა გარე განათების ბოძები. ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია.

„ბათუმს შეემატა კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე, კიდევ ერთი ახალი სკვერი, რომელიც უფრო გამწვანდება შემოდგომიდან. მნიშვნელოვანია, რომ პატარებს, უფროს თაობას ამ ქალაქში ჰქონდეს ყველა პირობა დასვენებისთვის. ასევე, დაიწყება ,,ინტერაქტივი" სკვერის სახელწოდებასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს ჩვენი თანაქალაქელები აქტიურად ჩაერთვებიან გამოკითხვაში“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ საღამოზე. 

საგანგებოდ ამ დღისთვის,  სკვერის გახსნაზე ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი უკრავდა. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics