21:26 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-07 17:40:05, 623 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა ნურსულთან ნაზარბაევს 75 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. გიორგი მარგველაშვილმა ნურსულთან ნაზარბაევს 75 წლის იუბილე მიულოცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახ კოლეგას  მადლობა გადაუხადა იმ თანადგომისთვის, რომელსაც ყაზახეთი საქართველოს მიმართ იჩენს, განსაკუთრებით  თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს  გაწეული დახმარებისათვის.

საუბრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობა  განიხილეს.  აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის  თანამშრომლობა  დინამიურად ვითარდება.  პრეზიდენტებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს. ყაზახეთის პრეზიდენტი საქართველოს სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალით დაინტერესდა.

გიორგი მარგველაშვილმა ნურსულთან ნაზარბაევი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics