|
2019-07-27 17:26:09, 2209 ნახვა
რეგიონი
ლევან დავითაშვილი მესტიაში სტიქიის შედეგებს და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსთან, სოზარ სუბართან ერთად, მესტიაში სტიქიის შედეგებს და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებთან და ჰიდროლოგებთან ერთად, მურყვანის ხეობა და მყინვარებზე არსებული ვითარება ვერტმფრენიდან დაათვალიერა. „გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები, არსებული სიტუაციის დეტალურად შესწავლის მიზნით, ხეობაში სტიქიის პირველივე წუთებიდან იმყოფებიან. ამ ეტაპისთვის, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მასშტაბის პროცესის განმეორების რისკი ნაკლებია იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი გვალვა ან უხვი ნალექი არ გაგრძელდება. ასევე აღსანიშნავია, რომ სარისკო შეგუბება არსად არ ფიქსირდება. ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი გადარჩენილია; თუმცა აღსანიშნავია, რომ ჰესმა შემაკავებელი ეფექტი მოხდინა და სტიქიის მასშტაბები დიდწილად შეამცირა“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის განმარტებით, სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია ექსპერტული დასკვნები და შესაბამისი სპეციალისტების მხრიდან რეკომენდაციები. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ცნობით, სპეციალისტების მიერ ხეობის დეტალური დათვალიერების და დრონით გადაღებული მასალის გაანალიზების შედეგად, უახლოეს დღეებში, მომზადდება დასკვნა და გაიცემა რეკომენდაციები, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს დაუყონებლივ გადაეცემა. „სტიქიის შედეგად, ყველაზე მძიმე დარტყმა ჰესის ინფრასტრუქტურამ განიცადა; თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ დარტყმამ, ფაქტობრივად, გადაარჩინა მესტია დიდ ზარალს. ზარალის დათვლა ამ დროისათვის მიმდინარეობს. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა მნიშვნელოვანია; ეტაპობრივად, აღნიშნული პროექტი საქართველოს მთელს ტერიტორიას დაფარავს“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
(NS)
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)