|
2015-07-07 14:47:04, 683 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის სანაპიროზე საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით საჩვენებელი სამაშველო მოქმედებები მოეწყო
ბათუმის სანაპიროზე საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით დღეს საჩვენებელი სამაშველო მოქმედებები მოეწყო, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დაესწრო. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ხაბაძემ ბათუმელ მაშველებს სეზონის გახსნა პირადად მიულოცა და დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე ზრუნვაში წარმატებები უსურვა. სამაშველო მოქმედებების დროს საჭირო ნივთებისა და დამხმარე საშუალებების დანიშნულება და გამოყენების წესი სამაშველო სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა არჩილ ხაბაძეს პირადად გააცნო. მათ სანაპიროზე განახლებული სამეთვალყურეო კოშკურა, სამაშველო ეკიპირება და აღჭურვილობა დაათვალიერეს, მოგვიანებით კი ბათუმის საზღვაო პორტის აკვატორიაში ყველა საჭირო აღჭურვილობის გამოყენებით საჩვენებელი სამაშველო მოქმედების სიმულაცია გაიმართა. ღონისძიების ბოლოს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და საგანგებო სააგენტოს მართვის დირექტორმა ზვიად წაქაშვილმა პროფესიონალ მყვინთავებს პროფესიული გადამზადების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. სეზონურ მაშველებს კი სპეციალურ სერტიფიკატებთან ერთად სრული სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)