|
2015-07-06 16:31:08, 378 ნახვა
პოლიტიკა
სასამართლო სისტემაში ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია
მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ცვლილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შედის. პროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა 28 წევრით განისაზღვრება, ნაცვლად პლენუმის მიერ რაოდენობის განსაზღვრისა. უქმდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, ასევე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეების ინსტიტუტი. ახლებურად ყალიბდება სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეთა თანამდებობაზე გამწესების საკითხი. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშვნის ნაცვლად, მათ შესაბამისი სასამართლოების მოსამართლეები აირჩევენ. საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. კანონპროექტი მოსამართლეთა მივლინების საკითხებს აწესრიგებს. გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შემოღება, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის შექმნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)